ფეხბურთი

20:31 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გადავიდეს

საქართველოს ნაკრებისა და „სარაევოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გადავიდეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ნიჭიერი შემტევით „სამსუნსპორი“ და „ტრაბზონსპორი“ არიან დაინტერესებული. ორივე კლუბი შეთავაზებას ამზადებს, ქართველის ფასი დაახლოებით 2-3 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „სამსუნსპორი“ ფავორიტად მიიჩნევა და მას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ „სარაევოსთან“ მოლაპარაკებები მოახერხოს.

გიორგი გულიაშვილმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რომელშიც ყველა ტურნირზე 21 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085723