ფეხბურთი

19:49 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" მწვრთნელი: "აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ"

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ კონფერენს ლიგის წილისყრა შეაფასა.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იღებ მონაწილეობას სუსტი მეტოქე არ არსებობს. ყველა უნდა დააფასო და მიუდგე თითოეულ თამაშს, როგორც ფინალს. ვნახე ორივე გუნდი და საკმაოდ ახალგაზრდული და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენი მიზნებისთვის უნდა გავიდეთ მოედანზე და მაქსიმუმი ვაჩვენოთ, რათა გავიაროთ ყველა შესაძლო ეტაპი.

თუმცა, სანამ კონფერენს ლიგის თამაშები მოვა, მანამდე გვაქვს უმნიშვნელოვანესი მატჩი „იბერიასთან“, ახლა ამ კონკრეტულ დაპირისპირებაზე გვაქვს სრული კონცენტრაცია, რათა შევძლოთ გამარჯვება და ფინალში გასვლა. აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და ჩემ ბიჭებთან ერთად ყველაფერს გავიღებ ამისთვის", - თქვა ლონგომ.

შეგახსენებთ, რომ „დილა“ „რასინგს“ ლუქსემბურგში 10 ივლისს ესტუმრება, ხოლო 17 ივლისს, გორში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.118602