ფეხბურთი

21:54 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" სერბ მეკარეს იმატებს

„ნაპოლი“ „ტორინოდან“ მეკარის, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ ნეაპოლური გამოცემები წერენ.

28 წლის სერბს ანტონიო კონტეს გუნდი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებს. მხარეები თითქმის შეთანხმდნენ.

ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი „ტორინოში“ 2017 წლიდან თამაშობს და დღემდე 158 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას ასევე უთამაშია „ვოივოდინაში“, „ლეხიაში“, „სპალში“, „ასკოლისა“ და „სტანდარდში“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17282