ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მორიგი კონფლიქტი მოხდა, ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიაზე.
რინერმა დააჯილდოვა მედალოსნები, მათ შორის, თუშიშვილიც, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგს ხელი არ ჩამოართვა. ამ ყველაფერს რინერი იმ მომენტში მშვიდად შეხვდა, მაგრამ შემდეგ ფრანგულ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
„მის შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს. საუკეთესომ გაიმარჯვა და მხოლოდ პირველები გვახსოვს, ჩემი მწვრთნელები ამ ფრაზას ხშირად მიმეორებენ. ეს საბრძოლო სპორტია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ის მაშინაც ვერ იმარჯვებს, როცა მე არ ვმონაწილეობ“, - აღნიშნა RMC Sport-თან რინერმა.
შეგახსენებთ, რომ გურამ თუშიშვილსა და ტედი რინერს შორის კონფლიქტი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა, რაც ოლიმპიადიდან თუშიშვილის მოხსნით და მოგვიანებით ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასრულდა.
გურამ თუშიშვილი სამგზის ევროპის ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონატი ერთხელ მოიგო, ორჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ერთხელ ბრინჯაო, ხოლო ასევე ერთხელ, პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.