„ინტერ მაიამიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და „პორტუ“ 2:1 დაამარცხა.
პორტუგალიური გუნდი ფავორიტი იყო, რომელიც მატჩის დასაწყისში სამუ აგეჰოვას პენალტით დაწინაურდა კიდეც, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ინტერ მაიამიმ“ ორჯერ გაიტანა.
ხავიერ მასკერანოს გუნდმა ანგარიში ტელასკო სეგოვიას გოლით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ლიონელ მესის ჯერი დადგა! ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 54-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით შესანიშნავი გოლი შეაგდო, რომელიც გამარჯვების გამოდგა.
„ინტერ მაიამი“ 4 ქულით „პალმეირასთან“ ერთად ლიდერობს ჯგუფს, რომელსაც ბოლო ტურში შეხვდება, ხოლო „პორტუ“ „ალ აჰლის“ დაუპირისპირდება: ორივეს აქტივში თითო ქულაა.