„ლევანტეს“ გიორგი ქოჩორაშვილი ემოციური წერილით და ვიდეოკლიპით დაემშვიდობა, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა.
ის მადლობა უხდის კლუბს, გულშემატკივრებს და ამბობს, რომ ყოველთვის „ლევანტე“ მის გულში დარჩება.
„არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომ გადმოვცე მადლიერება ყველაფრისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში ერთად გავიზიარეთ. პირველი დღიდან, როცა ამ კლუბში ფეხი შევდგი, ვიგრძენი, რომ დიდი ოჯახის ნაწილი გავხდი. რთულ მომენტში მოვედი, დავტოვე ჩემი ქვეყანა ოცნების ახდენის იმედით: მეთამაშა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში.
ლა ლიგაში დაბრუნების სიხარულის თქვენთან ერთად გაზიარება იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი. მადლობა, რომ მენდეთ და ყოველდღე მაძლევდით ძალას, მაგრძნობინებდით, რომ ამ გზაზე მარტო არ ვიყავი. „ლევანტეში“ გატარებული დრო ჩემთვის მხოლოდ სპორტული ისტორია არ ყოფილა: ეს იყო გაკვეთილი ბრძოლაზე და ახდენილ ოცნებებზე.
დღეს, სევდას ვგრძნობ, რადგან ვტოვებ კლუბს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველთვის თქვენიანი ვიქნები სულით და გულით. მადლობა ყველა მომენტისთვის, უპირობო მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ასეთი მშვენიერი თავგადასავლის ნაწილი გამხადეთ. მუდამ ერთად“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მთავარ გუნდში 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლის გატანა მოახერხა. ის კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს, რომელთანაც კონტრაქტი გაზაფხულზე გააფორმა.