ფეხბურთი

2:00 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესის არც უნდა ეთამაშა: "აბსურდულია, რომ ტრავმირებულმა ამდენი ირბინა"

„ინტერ მაიამიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „პორტუ“ დაამარცხა და ეს ამერიკული საკლუბო ფეხბურთისთვის ისტორიული იყო: ამერიკულმა გუნდმა ევროპულ გუნდს ოფიციალურ მატჩში პირველად აჯობა.

ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ლიონელ მესი, რომელმაც ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაიტანა გამარჯვების გოლი. არადა, ლეოს ტრავმა ჰქონდა და საერთოდ არ უნდა ეთამაშა, რაც „ინტერ მაიამის“ მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომაც დაადასტურა.

„ლეო ტრავმირებული თამაშობდა. ბარძაყში არსებული დისკომფორტის გათვალისწინებით, აბსურდულია, რომ ამდენი ირბინა“, - აღნიშნა მასკერანომ.

მესიმ კარიერაში 68-ე გოლი გაიტანა პირდაპირ საჯარიმო დარტყმით, მატჩის შემდეგ კი, მან ამ გოლზე თქვა: „შევამჩნიე, რომ მეკარე მეტისმეტად ცენტრში იდგა, შესაბამისად, დატოვებული სივრცე გამოვიყენე“.

„ინტერ მაიამის“ ორ ტურში 4 ქულა აქვს და ბოლო ტურში „პალმეირასს“ შეხვდება, რომელსაც ასევე ოთხი ქულა გააჩნია. სხვათა შორის, დიდი შანსია, რომ „ინტერ მაიამი“ მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდეს, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიონელ მესის წინააღმდეგ ითამაშოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098564