"პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში ბრაზილიურ "ბოტაფოგოსთან" მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი იგორ ჟესუსმა 36-ე წუთზე გაიტანა.
პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა. უნდა ითქვას, რომ ქართველი თავის გუნდში გამორჩეული იყო, მას მომენტები შეხვედრის სტარტზევე ჰქონდა, თუმცა ეხელ მეკარემ აუღო, ხოლო მეორედ კვარას დარტყმული მიზანს ასცდა. კვარაცხელიას თავის მომენტები მატჩის ბოლოსაც ჰქონდა, როდესაც მეტოქის კარს ჯერ საჯარიმო დარტყმიდან ემუქრებოდა, ხოლო ბოლო წამზე მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ.
ამრიგად მეორე ტურის შემდეგ, B-ჯგუფს "ბოტაფოგო" ლიდერობს 6 ქულით, ხოლო პსჟ და "ატლეტიკო" 3-3 ქულით 2-3 ადგილებს იყოფენ.