ფეხბურთი

11:09 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩვენს წინააღმდეგ "ბოტაფოგომ" დაცვაში ყველაზე კარგად ითამაშა"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "ბოტაფოგოსთან" წაგებული 0:1 მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა. ესპანელის თქმით, "ბოტაფოგომ" ამ სეზონში პარიზელთა წინააღმდეგ დაცვაში ყველაზე კარგად ითამაშა.

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, ამიტომ შედეგით გაკვირვებული არ ვარ. ჩვენმა მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა, შანსები ცოტა გვქონდა, თუმცა გოლის გატანა მაინც შეგვეძლო. დაცვაში მყოფი გუნდების წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ "ბოტაფოგომ" ამ სეზონში ჩვენს წინააღმდეგ დაცვაში ყველაზე კარგად ითამაშა. ისინი გუნდურად მოქმედებდნენ და სივრცეების პოვნა გვიჭირდა. ახლა მთელი კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე უნდა მოვახდინოთ და ყველაფერი გამოვასწოროთ. ვფიქრობ ასეთი სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა თუ ვინმეს შეუძლია, ეს სწორედ "პარი სენ-ჟერმენია". - განაცხადა ლუის ენრიკემ.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ტურის შემდეგ B ჯგუფს "ბოტაფოგო" 6 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე-მესამე ადგილებს პსჟ და "ატლეტიკო" 3-3 ქულით იყოფენ. პარიზელები ბოლო ტურში ჯგუფის აუტსაიდერ "სიეტლის" შეხვდება და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებენ. გუნდებს შორის დაპირისპირება 23 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.096258