ფეხბურთი

12:08 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალანი „ბოტაფოგოს“ ფეხბურთელი: „კვარაცხელია უპატივცემულოდ იქცეოდა, ჩვენ ის მიწაზე დავაბრუნეთ“

"პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში ბრაზილიურ "ბოტაფოგოსთან" მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა (მატჩის ვიდეო მიმოხილვა).

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბოტაფოგოს" ფეხბურთელმა ალანმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.

„ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას გასაოცარი სეზონი ჰქონდა, თუმცა როდესაც მოედანზე გადიხარ მეტოქე ფეხბურთელები უნდა დააფასო და პატივი სცე. ის უპატივცემულოდ იქცეოდა და ჩვენ კვარაცხელია მიწაზე დავაბრუნეთ." - განაცხადა ალანმა.

ცნობისთვის, 34 წლის ალანი კარიერის სხვა და სხვა დროს "ნაპოლის" და "ევერტონის" ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ტურის შემდეგ B ჯგუფს "ბოტაფოგო" 6 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე-მესამე ადგილებს პსჟ და "ატლეტიკო" 3-3 ქულით იყოფენ. პარიზელები ბოლო ტურში ჯგუფის აუტსაიდერ "სიეტლის" შეხვდება და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებენ. გუნდებს შორის დაპირისპირება 23 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096328