ძიუდო

13:31 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინალ ტასოევი: "ასე დიდი ხანია არავის გავუგორებივარ"

მძიმე წონის +100 კგ ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ინალ ტასოევმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც გურამ თუშიშვილთან ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. რუსმა ძიუდოისტმა აღიარა, რომ ინერვიულა და ასე დიდი ხანია არავის გაუგორებია.

"ფინალურ დაპირისპირებაში ვინერვიულე, ქულების აღება პირველმა თუშიშვილმა შეძლო და თავიდან არ ვიცოდი რა ქულით შეაფასებდნენ მის გდებას. ვაღიარებ ასე დიდი ხანია არავის გავუგორებივარ. ყველაფრის შემდეგ ძალები მოვიკრიბე და ბრძოლა გავაგრძელე. მიუხედავად იმისა, რომ მე და გურამი ერთმანეთის მეტოქეები ვართ, მას და მის მწვრთნელს დიდ პატივს ვცემ." - განაცხადა ტასოევმა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალური შეჯიბრება საქართველომ ოთხი მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლი, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო. როგორც ხედავთ, ვაჟებმა გამოსვლა ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ივნისს, გუნდური ასპარეზობით დასრულდება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა და გოგონების შერეული ნაკრებიც გამოვა.

0.097842