არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერ მაიამის" კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "პორტუსთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც მის მიმართ ერთ-ერთი კითხვა კრიშტიანუ რონალდუზე იყო.
"კრიშტიანუ რონალდუს დიდ პატივს ვცემ, მას შესანიშნავი კარიერა ჰქონდა და აქვს, რადგან ის ისევ აგრძელებს მაღალ დონეზე თამაშს. ჩვენს შორის კონკურენცია მხოლოდ მოედანზე იყო და იქვე რჩებოდა, ორივე ჩვენგანს სურვილი გვქონდა, რომ საკუთარ გუნდებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. მოედნის მიღმა ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. მეგობრები არ ვართ, რადგან ერთად დიდ დროს ვერ ვატარებთ, თუმცა ერთმანეთის მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემა გვქონდა." - განაცხადა მესიმ.
შეგახსნებთ, რომ "ინტერ მაიამიმ" "პორტუს" 2:1 მოუგო, ლიონელ მესიმ კი საჯარიმო დარტყმიდან მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა(ლიონელ მესის გოლი ჯარიმიდან ვიდეო).
ორი ტურის შემდეგ "ინტერ მაიამი" 4 ქულას აგროვებს და მეორე ადგილს "პალმეირასთან" ერთად იყოფს.