მილანის „ინტერს“ მცველ ფრანჩესკო აჩერბი „პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივარს ეკამათა და ცემით დაემუქრა.
სიეტლში, ვარჯიშის შემდეგ აჩერბი ფანებთან ავტოგრაფებისა და ფოტოებისთვის გავიდა, სადაც იყო ერთ-ერთი გულშემატკივარი პსჟ-ს მაისურით, რომელმაც დაიყვირა: „ბარკოლა-აჩერბი“.
საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც ინტერმა პსჟ-სთან 0:5 წააგო, ბრედლი ბარკოლამ აჩერბი ძალიან ლამაზად მოატყუა და ძირს დასცა, სწორედ ეს ეპიზოდი გაახსენეს აჩერბის, რასაც მან უპასუხა:
„სერიოზული ადამიანი ვარ და არ მომწონს, როცა აბუჩად მიგდებენ. იქიდან თუ გამოვდივარ, არ უნდა მეუბნებოდე „აჩერბი-ბარკოლა“, რადგან გიჟი ვარ და მაგრად გცემ“, - უთხრა აჩერბიმ გულშემატკივარს.
პსჟ-ს ქომაგს აჩერბის სიტყვებს „ინტერის“ სტაფის წევრი უთარგმნიდა.