29 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე „დილას" ფეხბურთელია.
ჩაბრაძე გორულ კლუბს ირანული „ზობ აჰანიდან" შეუერთდა. ის „იბერიას" აკადემიის აღზრდილია და გარდა ამისა, ნათამაშები აქვს „დინამო ბათუმისა“ და „თელავის" რიგებში.
გრიგოლ ჩაბრაძეს საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, რომლის მაისური 9 შეხვედრაში მოირგო.