22 წილის გერმანელი ფეხბურთელი ფლორიან ვირცი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. ახალგაზრდა შემტევი ინგლისსში იმყოფება და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, ფლორიან ვირცმა "მერსესაიდულ" კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. ჯერ ჯერობით ოფიციალური სატრანსფერო ფასი არ დადასტურებულა, თუმცა საუბარი 130 მილიონზე იყო, რომელსაც "ბაიერ ლევერკუზენი" მიიღებს. წყაროს თქმით, მხარეები ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს მომავალში დაადასტურებენ.
გასულ სეზონში ვირცმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.