16:30 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოლაპარაკებები განახლებულია, დონარუმა შესაძლოა დარჩეს

იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენში" დარჩეს. გავრცელებული ინფორმაციით მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის საკითხზე მოლაპარაკებები განახლდა.

ფაბრიციო რომანოს თქმით, 26 წლის იტალიელი მეკარის აგენტსა და პარიზული კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რაიმე შეთანხმებაზე ჯერ ჯერობით ოფიციალურად არ შეთანხმებულან, თუმცა საქმიანი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს 2021 წელს "მილანიდან" შეუერთდა და პარიზულ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულს ეწურება. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ იტალიელის დამატებით "ინტერი", "მანჩესტერი" და "სიტი" არიან დაინტერესებულნი.

0.164358