საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "იბერიამ" 28 წლის სერბი თავდამსხმელი ანეს რუშევიჩი დაიმატა. ტრანსფერი დედაქალაქურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ანესი რუშევიჩი "იბერიას" "რაბოტნიჩიდან“ შემოუერთდა. მან გასულ სეზონზე ბოსნიის ჩემპიონობაც იზეიმა, მანამდე კი "ბატე ბორისოვთან“ ერთად ბელარუსიის ჩემპიონი და ბელარუსიის თასის მფლობელიც გახდა.
ცნობისთვის, მოქმედმა ჩემპიონმა "შერიფიდან" 24 წლის მარჯვენა მცველი არმელ ზოჰურიც დაიმატა.
შეგახსენებთ, რომ "იბერია" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც მათი მეტოქე შვედური "მალმიო" იქნება. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8-9 ივლისს, ხოლო საპასუხო 15-16 ივლისს გაიმართება.