ძიუდო

17:20 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველომ ჩინეთი, იტალია და იაპონია პრაქტიკულად უშანსოდ დაამარცხა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! ვაჟებისა და გოგონების შერეულმა გუნდმა ფინალამდე გზა ბრწყინვალედ განვლო და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად იაპონიის ნაკრები დაამარცხა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხა, გამარჯვებები მარიამ ჭანტურიამ, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ხოლო სოფიო სომხიშვილმა მარცხი განიცადა.

მეოთხედფინალში ძალიან ადვილად აჯობა იტალიას - 4:0. თავიანთი ბრძოლები ლაშა ბექაურმა, სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს.

კულმინაცია იყო ნახევარფინალი, რომელშიც საქართველომ იაპონიას აჯობა! შეხვედრა სოფიო სომხიშვილის მარცხით დაიწყო, რასაც გურამ თუშიშვილის, ეთერ ლიპარტელიანის და მიხეილ ბახბაბახაშვილის გამარჯვებები მოჰყვა და დავწინაურდით (3:1), შემდეგ მარიამ ჭანტურია დამარცხდა და იაპონელებმა სხვაობა შეამცირეს. მე-6 ბრძოლა იყო შარშანდელი ოლიმპიადის ფინალის გამეორება, რომელშიც ლაშა ბექაურმა სანშირო მურაო დაამარცხა. როგორც მაშინ, ახლაც, მურაო იგებდა ვაზარით, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ლაშამ იპონით გაიმარჯვა - 4:2.

საქართველოს ნაკრები ფინალშია, მედალი განაღდებული აქვს, მიზანი ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონობა იქნება. ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები იქნება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.10384
სარეკლამო ადგილი - 99
X x X