ფეხბურთი

18:59 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სარაევომ" ვასილიოს გორდეზიანი არ გამოისყიდა

ბოსნიურმა „სარაევომ“ გიორგი გორდეზიანი არ გამოისყიდა, შესაბამისად, 23 წლის ფორვარდმა კლუბი დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გორდეზიანი „სარაევო“ იანვარში „დინამო თბილისიდან“ იჯარით შეუერთდა და 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ის ქართულ კლუბს დაუბრუნდება. მოგეხსენებათ, გორდეზიანი „პაოკის“ აღზრდილია, 2024 წლიდან კი, „დინამო თბილისში“ ჩაირიცხა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ვასილიოს გორდეზიანმა 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მათ შორის, ერთი ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098147