„სიეტლ საუნდერსის“ შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა ფეხბურთელმა, რომელსაც ერთი თვალი აქვს.
23 წლის ჯორჯი მინუნგუ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. კოტდივუარელმა ორი წლის წინ ინფექციის გამო დაკარგა მარცხენა თვალი, თუმცა არ დანებდა და კარიერას აგრძელებს.
„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო, თვალი ძალიან მტკიოდა და ოპერაცია დამჭირდა. ეს ფაქტი არ მზღუდავს, ჩემი მენტალიტეტი ისეთია, რომ შემიძლია იმაზე უკეთ ვითამაშო, ვიდრე ვინმე სხვამ ორი თვალით“, - აღნიშნა „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ.
ჯორჯი მინუნგუს „სიეტლის“ რიგებში დღემდე 36-ჯერ უთამაშა და თავი ერთ გოლთან ერთად 5 საგოლე პასით გამოიჩინა.