„ლივერპულმა“ „ბორნმუთიდან“ მარცხენა მცველის, მილოშ კერკეზის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
ნიჭიერი უნგრელი „წითლებს“ 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდება. ფეხბურთელმა კონტრაქტი უახლოეს მომავალში უნდა გააფორმოს და ის ენდრიუ რობერტსონს შეცვლის, რომელიც კლუბს ტოვებს და სავარაუდოდ, კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.
21 წლის მილოშ კერკეზმა „ბორნმუთში“ გატარებულ ორ სეზონში 74 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მანამდე მან თავი „ალკმაარში“ გამოიჩინა, ხოლო თავის დროზე „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია.