ფეხბურთი

20:45 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პაველ ნედვედი ჩეხეთის ნაკრებში იმუშავებს

ლეგენდარული ფეხბურთელი პაველ ნედვედი სამშობლოში დაბრუნდა და ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციაში იმუშავებს.

ნედვედი ამიერიდან ჩეხეთის ეროვნული და 21-წლამდე ნაკრებების ტექნიკური დირექტორი იქნება. მან არაბული კლუბის, „ალ-შაბაბის“ გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა.

ჩეხეთის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ივნისში ცუდი შედეგები ჰქონდათ, რის გამოც გუნდებში ავტორიტეტული ფიგურის ჩართვა გადაწყვიტეს. ნედვედს 1994-2006 წლებში ჩეხეთის ნაკრებში 91 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.

საფეხბურთო კარიერის შემდეგ ის 10 წლის განმავლობაში „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, საიდანაც 2022 წელს დაითხოვეს.

0.099997