გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ფლორიან ვირტცი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ტრანსფერის ღირებულება 150 მილიონ ევროს მოიცავს, რასაც ბონუსებიც დაემატება. ვირტცმა „ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნს“ ამჯობინა და ინგლისური გრანდის წევრი გახდა, რომელთანაც გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის ისტორიაში ეს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
22 წლის ფლორიან ვირტცი „ლევერკუზენის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2019 წლიდან 197 მატჩში თავი 57 გოლით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულმა" მანამდე "ლევერკუზენიდან" ჟერემი ფრიმპონგი დაიმატა.