მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მე-18 წუთზე გერმანული გრანდი ჰარი კეინმა დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმის შუაში მიგელ მერენტიელმა უპასუხა. გადამწყვეტი გამოდგა მაიკლ ოლისეს გოლი, რომელმაც 84-ე წუთზე შეაგდო.
სხვათა შორის, ეს იყო პირველი მარცხი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთამერიკული გუნდებისთვის, შესაბამისად, ევროპული კლუბის პირველი მოგებაც სამხრეთამერიკულ მეტოქესთან.
„ბაიერნი“ 6 ქულით გასულია ჯგუფიდან და ბოლო ტურში „ბენფიკას“ შეხვდება, ხოლო „ბოკას“ 1 ქულა აქვს და „ოკლენდ სიტის“ დაუპირისპირდება.