„ლივერპულის“ ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა მზადაა სერია A-ში დასაბრუნებლად ხელფასი შეიმციროს.
იტალიელის გასამრჯელო ინგლისში ამჟამად სეზონში 7.5 მილიონი ევროა, მაგრამ ის მზადაა, რომ უფრო ნაკლებ ხელფასზე ითამაშოს, თუ იტალიაში დაბრუნდება. ფეხბურთელით დაინტერესებულია „ნაპოლი“.
კიეზას სურს იტალიაში დაბრუნება, რადგან „ლივერპულში“ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, რის გამოც იტალიის ნაკრებშიც ვეღარ ხვდება. მისი მიზანია, რომ 2026 წლის მუნდიალზე ითამაშოს.
ფედერიკო კიეზა „ლივერპულს“ გასულ ზაფხულს ტურინის „იუვენტუსიდან“ შეუერთდა, მაგრამ ინგლისური გრანდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.