საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენიდან“ დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდა.
უკრაინული კლუბი სლოვენიაში შეკრებაზე მიემგზავრება და გუნდის განაცხადში გოჩოლეიშვილიცაა, ისევე, როგორც ირაკლი აზაროვი.
„კოპენჰაგენს“ გიორგის გამოსყიდვის უფლება ჰქონდა, მაგრამ ეს პუნქტი არ გამოიყენა და ქართველიც უკრაინულ გუნდს დაუბრუნდა, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს - არდა თურანი.
გიორგი გოჩოლეიშვილმა გასულ სეზონში „კოპენჰაგენის“ მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან დანიის ჩემპიონატი და დანიის თასი მოიგო.