ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ფეხბურთის რეალური პრობლემა ფეხბურთელების ძალიან მაღალი ხელფასებია.
როგორც მან თქვა, „ბაიერნი“ ხელფასების მხრივ ძალიან გულუხვია, რის გამოც შედეგებს იმკის:
„ევროპული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ფეხბურთელების ფასები არაა. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ნამდვილი პრობლემა ხელფასებშია. თუ ჰარი კეინის შესაძენად 100 მილიონს დახარჯავ, დიდ ფულს დებ ინვესტიციად, მაგრამ პრობლემა ხელფასებშია და „ბაიერნი“ ამ ყველაფრის შედეგებს განიცდის.
ჩვენ საკმაოდ გულუხვები ვიყავით ჩვენი ფეხბურთელების ხელფასებში და თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ჩვენმა სპორტულმა მენეჯმენტმა სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც 14-დან 16-მდე ფეხბურთელს ძალიან კარგი ხელფასი ექნება, 4-დან 6-მდე მოთამაშეს უფრო დაბალი ხელფასი, ხოლო გუნდის დანარჩენი ნაწილი ახალგაზრდულ სექტორში გაზრდილი ბიჭებით უნდა დაკომპლექტდეს“, - თქვა რუმენიგემ.