ფეხბურთი

18:30 | 21.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძით ორი ინგლისური კლუბიც ინტერესდება

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე ინგლისური გუნდების, „სანდერლენდისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

ცნობილია, რომ საბას „რომა“, „ლაციო“, „ფიორენტინა“, „პარმა“ და „სასუოლოც“ აკვირდებიან, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, საქმეში ინგლისური გუნდებიც ჩაერთნენ. „ნოტინგემიც“ და „სანდერლენდიც“ პრემიერლიგის წევრები არიან.

ემპოლი“ მზადაა გოგლიჩიძე 7-8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093448