ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ჩირო იმობილე შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა „ბოლონიაში“ გააგრძელოს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 35 წლის ფეხბურთელს, რომელმაც გასული სეზონი „ბეშიქთაშში“ გაატარა, იტალიაში დაბრუნება სურს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
იმობილემ „ბეშიქთაშის“ მაისურით 41 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მას კარიერის საუკეთესო წლები „ლაციოში“ ჰქონდა, სადაც 340 შეხვედრაში თავი 207 გოლით გამოიჩინა. თავის დროზე „იუვენტუსში“, „პესკარაში“, „ჯენოაში“, „ტორინოში“, „სევილიასა“ და „დორტმუნდშიც“ უთამაშია.