ფეხბურთი

21:55 | 21.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე „დორტმუნდმა“ „მამელოდი სანდაუნსი“ შვიდგოლიან მატჩში დაამარცხა

დასრულდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის F ჯგუფის მე-2 რაუნდის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკის „მამელოდი სანდაუნსი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ შეხვდნენ. თამაში აშშ-ში, ცინცინატიში, TQL სტადიონზე გაიმართა. ევროპულმა გუნდმა 4:3 გაიმარჯვა.

მე-11 წუთზე აფრიკელმა გსარემარბმა ლუკას რიბეირომ გახსნა ანგარიში. მე-16 წუთზე „ბორუსიას“ ნახევარმცველმა ფელიქს ნმეჩამ წონასწორობა აღადგინა. 34-ე წუთზე თავდამსხმელმა სერუ გირაშიმ დორტმუნდი წინ გაიყვანა. 45-ე წუთზე დორტმუნდელა ახალწვეულმა ჯობ ბელინგემმა თავისი გუნდის მესამე და თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. 60-ე წუთზე „მამელოდის“ მცველმა ხულისო მუდაუმ გამოიჩინა თავი. 62-ზე მისმა თანაგუნდელმა იკრაამ რეინერსმა შეაგდო. 90-ე წუთზე აფრიკული გუნდის თავდამსხმელმა ლებო მოტიბამ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

ორი ტურის შემდეგ „ბორუსია“ F ჯგუფს ოთხი ქულით ლიდერობს. „მამელოდი სანდაუნსი“ სამი ქულით მეორე ადგილზეა.

0.103629