ფეხბურთი

22:20 | 21.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან ნისტელროის „ლესტერიდან“ წასვლის თარიღი დადგინდა

„ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი რუდ ვან ნისტელროი თანამდებობას ივლისის დასაწყისში დატოვებს. ამის შესახებ The Sun იტყობინება.

წყაროს ცნობით, სპეციალისტი კლუბს ახალი ახალი სეზონის დასაწყისამდე დატოვებს. „მელიები“ უკვე ეძებენ სპეციალისტის შემცვლელს.

ვან ნისტელროიმ „ლესტერი“ შარშან ნოემბერში ჩაიბარა, სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მე-18 ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

შონ დაიჩი, რომელიც ადრე „ევერტონში“ მუშაობდა, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობის მთავარ პრეტენდენტად მოიხსენიება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161696