მადრიდის „რეალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ იმედი გამოთქვა, რომ თავდამსხმელი კილიან მბაპე შეძლებს მონაწილეობა მიიღოს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში ზალცბურგის „რედ ბულზის“ წინააღმდეგ, რომელიც 27 ივნისს გაიმართება. მანამდე ფრანგი ფეხბურთელი მწვავე გასტროენტერიტით საავადმყოფოში მოათავსეს.
„მბაპე ახლა სასტუმროშია, საავადმყოფო დატოვა, ასე რომ, ვნახოთ. ვფიქრობ, კვირას თამაშზე მისი მონაწილეობა რთული იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ მატჩში მასზე დაყრდნობას შევძლებთ“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს Madrid Universal.
ხვალ, 22 ივნისს, „რეალი“ მექსიკურ „პაჩუკას“ დაუპირისპირდება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდში. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.