ფეხბურთი

11:44 | 22.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფლუმინენსეს" ქამბექი "ულსანთან", "რივერის" ფრე "მონტერეისთან"

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „ფლუმინენსემ“ „ულსანი“ დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა და მერვედფინალის მიუახლოვდა.

ბრაზილიური კლუბი დიდ უპირატესობას ფლობდა და 27-ე წუთზე არიასის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი მაინც წააგო, რადგან ჯინ-იუნ ლიმ და ვონ-სან უმ ორჯერ გაუტანეს ბრაზილიელებს.

„ფლუ“ მარცხის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეცვალა ნონატოს, ფრეიტესის და კენოს გოლებით, შედეგად 4:2 მოიგო. „ფლუმინენსეს“ 4 ქულა აქვს და ჯგუფს „დორტმუნდთან“ ერთად ლიდერობს. „მამელოდის“ 3 ქულა გააჩნია, ხოლო „ულსანი“ უქულოდაა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ბოლო ტურში „ფლუმინენსე“ „მამელოდის“ და „დორტმუნდი“ „ულსანს“ ეთამაშება.

კიდევ ერთ ჯგუფში მექსიკური „მონტერეი“ და „რივერ პლეიტი“ უგოლოდ დაზავდნენ. ჯგუფს 4-4 ქულით „რივერი“ და „ინტერი“ ლიდერობენ, „მონტერეის“ 2 ქულა აქვს, ხოლო უქულო „ურავამ“ შანსი დაკარგა. ბოლო ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს: „ინტერი“ – „რივერს“ და „მონტერეი“ – „ურავას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100321