მადრიდის „რეალი“ და ტიბო კურტუა კონტრაქტის განახლებასთან ახლოს არიან. ბელგიელი მეკარე თანახმაა, „სამეფო კლუბში“ დარჩეს.
როგორც ესპანური მედია წერს, 33 წლის ფეხბურთელი „რეალთან“ ხელშეკრულებას ერთი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე განაახლებს. მისი მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2026 წლის ზაფხულამდეა.
ტიბო კურტუამ „რეალში“ დღემდე ყველა ტურნირზე 283 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ბელგიელი „ჩელსის“ და „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.