ფეხბურთი

14:40 | 22.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "გუნდში ბევრი ფეხბურთელი არ მინდა, ეს პრობლემას შექმნის"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა, რომ ძალიან ღრმა შემადგენლობის ყოლა არ სურს.

როგორც მან აღნიშნა, არ უნდა, რომ გუნდში უთამაშებლობით უკმაყოფილო ბევრი ფეხბურთელი ჰყავდეს:

„ძალიან მინდა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ის ფეხბურთელები მყავდეს, რომლებიც ახლა გვყავს. ეს ძალიან მინდა. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ სეზონის განმავლობაში ფეხბურთელთა ნაწილი უკმაყოფილო იქნება.

არ მინდა, ყოველ თამაშზე 6-7 ფეხბურთელი სახლში დავტოვო, მოწყენილი და იმედგაცრუებული. ეს მათ მიმართ უსამართლობა იქნება. ჩემთვის, მეტი ვარიანტის ქონა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ბიჭები ბედნიერები არ არიან, მაშინ ეს პრობლემად იქცევა. მე ამას მათთვის ვაკეთებ. სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე კიდევ ბევრი კვირაა დარჩენილი, ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.102683