ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა. UFC-ის მებრძოლმა გადაწყვეტილება 37 წლის ასაკში მიიღო. გამორჩეული სპორტსმენი და ჩემპიონი MMA-ს სამყაროს შემდეგნაირად დაემშვიდობა.
"დღეს ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ვწყვეტ კარიერას UFC-ში. ეს გადაწყვეტილება დიდხნიანი ფიქრის შემდეგ მივიღე. UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონად გახდომა, ეს არის მოგონება, რომლებიც ჩემთან სამუდამოდ დარჩება.
მინდა მადლობა გადავუხადო UFC-ს, დანა უაითს, ჰანტერ კემპბელს, ლორენცო ფერტიტას, ღმერთს, ჩემს ოჯახს, მწვრთნელებს, გუნდელებს და ყველა გულშემატკივარს. MMA ყოველთვის დარჩება ჩემი ცხოვრების ნაწილი და მოხარული ვარ, რომ მომავალში სხვანაირად შევძლებ ამ სპორტისთვის წვლილის შეტანას და სხვების შთაგონებას.
გმადლობთ ყველას, რომ ჩემთან ერთად ამ დაუვიწყარი გზის ნაწილი იყავით. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის", - თქვა ჯონ ჯონსმა.