მოლდოვის ჩემპიონატის პირველ ტურში ვლადიმერ მამუჩაშვილმა ორი გოლი გაიტანა, ხოლო „შერიფმა“ „პოლიტეჰნიცა“ 4:0 გაანადგურა.
ქართველმა ფეხბურთელმა 75 წუთი ითამაშა, მეტოქის კარი კი, 44-ე და 56-ე წუთებზე დალაშქრა, შედეგად, სეზონი შესანიშნავად დაიწყო.
„შერიფი“ მეორე ტურში 29 ივნისს, საკუთარ მოედანზე „სპარტას“ დაუპირისპირდება.