ფეხბურთი

12:59 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩემს გუნდს ჩვეული მენტალიტეტი აქვს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურში „სიეტლთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, ასეთ მოკლე ტურნირში ნორმალურია, რომ მერვედფინალში გასვლის საკითხი ბოლო ტურში ირკვევა:

„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ტურნირის საუკეთესო მომენტში ვართ. მერვედფინალში გასასვლელად გამარჯვება გვჭირდება და ეს მოტივაციაა. მზად ვართ. „ბოტაფოგოსთან“ ვფიქრობ, რომ ჩვეული თამაში ვითამაშეთ. ამ მატჩის წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია... გარკვეული სირთულეები გვქონდა, მაგრამ გუნდი კარგ დონეზე იყო და ასე უნდა გავაგრძელოთ. ვფიქრობ, გუნდი კარგ მომენტშია: მას ჩვეული მენტალიტეტი აქვს. სამი იდეალური ვარჯიში ჩავატარეთ, ინტენსიურად. ვფიქრობ, მზად ვართ. ჩვეულებისამებრ, ბურთის კონტროლზე, ზეწოლასა და პრესინგზე ვიფიქრებთ. მზად ვართ და ვფიქრობ, კარგ თამაშს ვითამაშებთ.

ამჟამად ვცდილობთ, საუკეთესოდ მოვემზადოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეჯიბრში მონაწილეობა მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ შეგიძლია. ამაზე უნდა ვიფიქროთ, რათა მოტივაცია ვიპოვოთ და ვნახოთ, რა დონეზე ვართ ამჟამად.

გავაანალიზეთ „სიეტლის“ ბოლო მატჩები. ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს, ძლიერია დაცვაში და ინტენსიურად თამაშობს. „სიეტლს“ ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს. ყველა პირობაა შესანიშნავი მატჩისთვის.

ყველა გუნდს თავისი ძლიერი მხარეები აქვს. არ აქვს მნიშვნელობა წავაგებთ თუ არა, უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ეტაპზე ვართ შეჯიბრში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. მატჩების დასაწყისში ძალიან ყურადღებიანი უნდა ვიყოთ: თუ ვერ მოვიგებთ, გავვარდებით, ჩვენ კი, გვსურს ამ ტურნირში თამაშის გაგრძელება. ვიმედოვნებთ, რომ გუნდის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ. ეს უფრო მაშფოთებს, ვიდრე დამარცხება. „ბოტაფოგოსთან“ წაგებას არ ვიმსახურებდით. საკმარისი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფრედ მაინც გვეთამაშა.

ეს ძალიან მოკლე ტურნირია და ნორმალურია მესამე მატჩში წყდება მერვედფინალის ბედი. ამ ეტაპზე, წინ მივდივართ, ყველა მატჩის ერთნაირად თამაშზე უნდა ვიფიქროთ. შეიძლება გამოეთიშო, მაგრამ შენი შესაძლებლობები უნდა აჩვენო“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სიეტლის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.084985