ყოფილმა პორნოვარსკვლავმა (სალაღობო თიკუნით „ბაველი“) განაცხადა, რომ ყელში ამოუვიდა ლამინ იამალის ქომაგთა მხრიდან მუდმივი თავდასხმები და ჭორები იმის შესახებ, თითქოს მასსა და 17 წლის მობურთალს შორის რაიმე ყოფილიყოს. „სიმართლეს გაუმარჯოს, თორემ სექსი ჩემთვის კარაქიან პურზე თაფლის გადასმაზე უფრო მარტივი რამე იყოო“ - განაცხადა ბაველმა.
ამ ბოლო დროს ლამინ იამალის სატრფომრავლობასა და სექსმოყვარეობაზე მთელი ევროპის ბულვარული მედია გამალებით წერს და შავტუხა მეგოლის ბედი ბევრ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ქალს დაუკავშირეს, რომელთა შორის მოხვდა ზემოხსენებული პორნოვარსკვლავი.
არადა, მტერ-მოყვარემ იცის, რომ წლებია ბაველი დიდი პორნოდან წავიდა და აზღუდი ლურსმანზე დაჰკიდა. ახლა ამ ქალს ნიფხვის შემოძარცვა ალბათ ისე ესიკვდილება, როგორც სტაჟიან გინეკოლოგს „პახმელიაზე“ ქალის სარცხვენელის ხილვა.