სხვა

14:50 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "ორთაბრძოლამდე ყველა შეშლილს მეძახის, თუმცა შემდეგ ჩუმდებიან"

UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლამდე სულ რაღაც 6 დღე რჩება, სადაც ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ბრძოლამდე "მატადორმა" ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ოლივეირას რასაც მოუნდება იმას გაუკეთებს, თუ სურვილი ექნება დაასაბმითებს ან დაანოკაუტებს.

"როგორც ყოველთვის, ორთაბრძოლამდე ყველა შეშლილს მიწოდებს და ჩემს სიტყვებს ეჭვის თვალით უყურებენ, თუმცა შემდეგ ყველა ჩუმდება და აღიარებს, რომ მართალი ვიყავი. სწორედ ასეთი განცდა მაქვს ახლაც, ვგრძნობ, რომ რაც მომინდება იმას გავაკეთებ, თუ სურვილი მექნება დავანოკაუტებ ან დავასაბმითებ."

"ოლივეირა ერთ-ერთი სახიფათო მებრძოლია მიწაზე, თუმცა არა ჩემს წინააღმდეგ. მას ჩემზე ძლიერი დარტყმის ქონაზე მხოლოდ ოცნება შეუძლია. ოლივეირას გამოწვევას ვთავაზობ, შეგვიძლია ყველა ასპექტში კონკრეტული მატჩი ჩავატაროთ (კრივი, გრეპლინგი, ჭიდაობა) და მე მას ყველა მათგანში დავამარცხებ. ამ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მე მინდა. სწორედ ასეთ თავდაჯერებას ვგრძნობ. ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ერთი და იგივე სისულელეების მოსმენა მიწევდა, თითქოს მე პატარა ვარ და არაფრის უნარი არ გამაჩნია, ამ დივიზიონისთვის დაბალი ვარ და მსგავსი იდიოტობები. მათი სიტყვები არავის ანაღვლებს, კიდევ ერთხელ დავამტკიცებ თუ რა შემიძლია და გავაჩუმებ მათ. ასეთი ისტორია ჩემთვის კარგად ნაცნობია." - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო დაპირისპირება 28 ივნისს ლას ვეგასში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101284
სარეკლამო ადგილი - 99
X x X