ფეხბურთი

15:22 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: "მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განსაკუთრებულია, ფეხბურთელებს მოსწონთ"

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს განსაკუთრებული ტურნირია, რომელიც ფეხბურთელებს ძალიან მოსწონთ:

„შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი ამას ცოტათი აკრიტიკებს, მაგრამ ეს რაღაც ახალია, რაღაც განსაკუთრებულია. ეს ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატია საუკეთესო გუნდებითა და საუკეთესო მოთამაშეებით. 100 წლის განმავლობაში ვიცოდით, რომელია მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები, მაგრამ აქამდე ნამდვილად არ ვიცოდით, რომელია მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ცუდი იდეა არ იქნებოდა ისეთი მსოფლიო ჩემპიონატის შექმნა, სადაც გუნდები ითამაშებდნენ. ვფიქრობ, მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ, ეს მოსწონთ“, - თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით და 32 გუნდით ისტორიაში პირველად იმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163454