„ბარსელონა“ „კოპენჰაგენიდან“ ნიჭიერი ფეხბურთელის რონი ბარჯის შეძენაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
კლუბები ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას ივლისის დასაწყისში გეგმავენ. „ბარსა“ შვედ ფეხბურთელში 2 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება.
19 წლის ფეხბურთელს „კოპენჰაგენში“ 82 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა, ხოლო შვედეთის ნაკრებში ჯერ დებიუტი არ ჰქონია.