ფეხბურთი

17:14 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე კიდევ ერთ იტალიურ კლუბს დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ინტერესის სფეროშიცაა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

„უდინეზემ“ „ლიდს იუნაიტედში“ სლოვენიელი ცენტრალური მცველი იაკა ბიოლი გაყიდა, რომლის შემცვლელსაც ეძებს. სხვა ვარიანტებთან ერთად უდინელთა სიაში მოხვდა გოგლიჩიძეც, რომელიც „ემპოლის“ დასატოვებლად ემზადება. თავის მხრივ, კლუბიც თანახმაა ქართველი მცველის გაყიდვაზე, რათა ფინანსური მოგება მიიღოს.

„უდინეზეს“ გარდა, ბოლო დღეებში გოგლიჩიძე „ლაციოს“, „რომას“, „სასუოლოს“, „პარმას“, „ფიორენტინას“, „ნოტინგემსა“ და „სანდერლენდს“ დაუკავშირეს.

ემპოლი“ მზადაა გოგლიჩიძე 7-8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163907
სარეკლამო ადგილი - 99
X x X