სხვა

22:45 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯონ ჯონსის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა

როგორც უკვე იცით, UFC-ის ლეგენდამ ჯონ ჯონსმა 37 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და სწორი უწოდა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეგობრები არასდროს არ ვყოფილვართ, ჯონ ჯონსის გადაწყვეტილებას უნდა ვთქვა, რადგან ის UFC-ის ნამდვილი ლეგენდაა და აქ მხოლოდ საუბარი მის შედეგებზე არ არის. მან გულშემატკივარს სხვა რამეებითაც შეაყვარა თავი, სხვანაირად ლეგენდებს არ ირჩევენ. მისი ეს გადაწყვეტილება პირადად ჩემთვის სრულიად გასაგები და სწორია, რადგან მას არავისთვის არაფერი აღარ ჰქონდა დასამტკიცებელი". - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

28:1-ზე ეს ის მოგება-წაგების ბალანსია, რომელიც ლეგენდარულ ჯონ ჯონს კარიერის განმავლობაში დაუგროვდა. ის Heavyweight-ში UFC–ს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი 23‑ის ასაკში გახდა. 2 წონითი კატეგორიებიდან იგებდა ტიტულს და ჰქონდა 16 დაცვა. ერთადერთი წაგება კი დისკვალიფიკაციის გამო ჩაუთვალეს.

შეგახსენებთ, რომ ჯონსის ბოლო ბრძოლა 2024 წლის 16 ნოემბრით თარიღდება, როდესაც მედისონ სქვერ გარდენში სტოპე მიოჩიჩი დაამარცხა და მძიმე წონის ქამარი დაიცვა.


სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.178912