ფეხბურთი

21:00 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ჩვენ დიდი ინტელექტით, თავგანწირვითა და დისციპლინით ვითამაშეთ"

10 კაციანმა მადრიდის "რეალმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში მექსიკური "პაჩუკა" 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

"როდესაც მატჩის სტარტზევე ასენსიომ წითელი ბარათი მიიღო, ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა წინ. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ ,რადგან სიტუაციის შეცვლას მალევე მოერგნენ და მოიგეს უმნიშვნელოვანესი თამაში. ჩვენ დიდი სიმწიფით, ინტელექტით, თავგანწირვითა და დისციპლინით ვითამაშეთ, რათა ყველაფერი გაგვეკეთებინა მოსაგებად იმ მატჩში, რომელიც ჩვენთვის ძალიან გრძელი იქნებოდა. ათი კაცით 3-1 გამარჯვება ფანტასტიკურია.“

ჩაბი ალონსომ ასევე გუნდის ახალწვეულებზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდისა და დინ ჰიუსენის თამაში შეაფასა.

"ეს მატჩი მათთვის განსხვავებული იყო, კარგად ითამაშეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ალექსანდრ-არნოლდი შესამჩნევად უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს თანაგუნდელებთან კონტაქტში,ხოლო ჰიუსენი დაცვის ხაზში სამუშაო ძალა იყო, რომელიც „პაჩუკას“ სახიფათო მოთამაშეს, სალომონ რონდონს აკავებდა და მნიშვნელოვან ჩარევებს ახორციელებდა." - განაცხადა ალონსომ.


შეგახსნებთ, რომ "რეალი" ორი ტურის შემდეგ 4 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში "ზალსბურგს" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091253