დღეს, "პარი სენ-ჯერმენი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს "სიეტლისთან" გამართავს, პარიზელებს მერვედფინალში გასასვლელად სამი ქულა სჭირდება.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe-ი იტყობინება, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას გეგმავს და შესაძლოა გუნდის წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცეს, მათ რიცხვშია ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა "სიეტლისთან" მატჩში L’Equipe-ის ვერსიით შემდეგნაირია:
მეკარე - დონარუმა.
მცველები - მარკინიოსი, მენდეში, ბერალდო, ზაირ-ემერი.
ნახევარმცველები - კანინ ლი, ნევეში, რუისი.
თავდამსხმელები - ბარკოლა, რამუში. დუე.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, პირველ ადგილს "ბოტაფოგო" იკავებს. პსჟ-სა და "სიეტლის" მატჩი 23:00 საათზე აიღებს სტარტს.