ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში დაუჯერებელი მატჩი გაიმართა: ესპანეთმა გერმანია 6:5 დაამარცხა.
ანგარიში ხომ უჩვეულოა და მისი მიმდინარეობა კიდევ უფრო გასაოცარი. პირველი ტაიმი გერმანიამ 1:0 მოიგო. მეორე ტაიმში ესპანეთმა აღადგინა წონასწორობა, მაგრამ გერმანია 78-ე წუთზე დაწინაურდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 3 გოლი გავიდა: თავიდან ესპანელებმა გაიტანეს ზედიზედ ორჯერ და პირინელები დაწინაურდნენ, რასაც გერმანიამ 99-ე წუთზე უპასუხა და 3:3. დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც კიდევ უფრო დაუჯერებელი ამბები მოხდა.
97-ე წუთზე ესპანეთი ისევ წინ გავიდა, თუმცა ზუსტად 10 წუთში უკვე გერმანია იგებდა (4:5). თუმცა, 113-ე და 119-ე წუთებზე ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებმა კიდევ ორჯერ გაიტანა და თამაშიც მოიგო - 6:5.
ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა ესპანელმა პაბლო გარსიამ, ჰეთ-თრიქი გერმანელმა მაქს მოერსტადტმა. სხვათა შორის, ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის 19-წლამდე ნაკრებმა ინგლისთან ფრე ითამაშა, რა თქმა უნდა, ანგარიშია საინტერესო - 5:5!..
მეორე ნახევარფინალში ნიდერლანდებმა რუმინეთი 3:1 დაამარცხა. შესაბამისად, 26 ივნისს, ფინალში ესპანეთი და ნიდერლანდები შეხვდებიან.