ფეხბურთი

10:26 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

29 ივნისს ატლანტაში: ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესის წინააღმდეგ
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ ინტერ მაიამის შეხვდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ გუშინ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის მატჩში „სიეტლ საუნდერსს“ 2:0 მოუგო, ჯგუფში პირველი ადგილ დაიკავა და მერვედფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან „ინტერ მაიამის“ შეხვდება.

29 ივნისს, ატლანტაში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა გველის: ხვიჩა კვარაცხელია ლეო მესის წინააღმდეგ...

ჩვენი დროით გამთენიისას, „ინტერ მაიამი“ ჯგუფის ლიდერ „პალმეირასს“ შეხვდა 2:0 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვე შეინარჩუნა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შედეგად, „პალმეირასმა“ პირველი ადგი დაიკავა, „მაიამიმ’ - მეორე.

ლუის სუარესმა „პალმეირასის“ წინააღმდეგ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ორივე გუნდი პლეი-ოფში გავიდა.

გუნდებს მხოლოდ ქულების გაყოფა სჭირდებოდათ 1/8 ფინალში ერთად გასასვლელად. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, „ინტერ მაიამი“ ჯგუფურ ცხრილში მეორე ადგილზე დარჩებოდა. ამერიკულმა კლუბმა ჟორდი ალბა კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ესპანელმა კუნთის ტრავმის გამო 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი გამოტოვა და მეორე თამაშის ბოლოს შეიყვანეს მოედანზე. გუნდის ყველა სხვა ცნობილი მოთამაშე - სერხიო ბუსკეტსი, ლიონელ მესი და ლუის სუარესი - მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა.

„პალმეირასს“ კარში პირველი დარტყმისთვის ოთხი წუთი დასჭირდა. გუსტავო გომესმა თავით დაარტყა სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ, მაგრამ ოსკარ უსტარიმ ბურთი ხელში დაიჭირა. მესიმ პირველად თავი მე-10 წუთზე შეგვახსენა. ვარსკვლავი არგენტინელი „პალმეირასის“ საჯარიმოში დაეცა, მაგრამ მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა აჩვენა, რომ თამაში უნდა გაგრძელებულიყო.

ექვსი წუთის შემდეგ, „ინტერ მაიმიმ“ მეტოქე დასაჯა. სუარესმა ბურთი მკერდით ტადეო ალიენდეს გადასცა, რომელიც მოედნის ცენტრიდან მცველებს გაექცა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა.

მესი ბურთის მოსაპოვებლად მოედნის თავის ნახევარზე ხშირად ჩადიოდა. ლეო არაერთხელ იწყებდა შეტევებს საყრედნი ნახევარმცველის პოზიციიდან და ზოგჯერ ამას მარჯვენა მცველის ნაცვლად აკეთებდა. ტაიმის ბოლოს არგენტინელმა მოწინააღმდეგის პერსპექტიული შეტევა ჩაშალა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. მანამდე „პალმეირასს“ შეეძლო ანგარიშის აღდგენა, მაგრამ ფაკუნდო ტორესმა ოდნავ ააცილა შორეული კუთხეს.

შესვენების დროს მაიამის სტადიონზე გულშემატკივრებს სტენლის თასი წარუგინეს. NHL-ის კლუბ „ფლორიდა პანტერსის“ კაპიტანმა ალექსანდრ ბარკოვმა ჯილდო რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად საზეიმოდ ჩამოატარა. ფლორიდის შტატის ჰოკეის კლუბმა პრესტიჟული თასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ალიენდე დუბლისკენ მიიწევდა. კიდევ ერთი შესანიშნავი პასი სუარესისგან, შესანიშნავი გარბენი არგენტინელისგან. მაგრამ ამჯერად ბურთი კარს გასცდა. ცოტა ხნის შემდეგ კი მესის დარტყმულმა ხარიხას გადაუფრინა. პარალელურ მატჩში „პორტუმ“ და „ალ-აჰლიმ“გაილაღეს - 53-ე წუთისთვის მათ სამ-სამი გოლი გაიტანეს. ჯამში კი შეხვედრა 4:4 დამთავრდა. ეს შედეგი „პალმეირასს“ აწყობდა.

შემდეგ კი სუარესის ჯერი დადგა. 65-ე წუთზე ურუგვაელმა ორ მოთამაშეს, გაუსწრო და ბურთი ზედა კუთხეში შაგდო. გოლი + საგოლე გადაცემა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში 38 წლის ფეხბურთელისთვის ჩინებული შედეგია.

ბრაზილიურმა კლუბმა გოლები სათადარიგო მოთამაშეების ძალისხმევის წყალობით გაიტანა. ჯერ ალანმა შესანიშნავი პასი გადასცა პაულინიოს, რომელმაც ბურთი მეკარეს გვერდით შეაგორა - 2:1. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რვა წუთის შემდეგ, „ინტერმა“ მეორედ გაუშვა გოლი. მაურისიომ (ასევე სათადარიგო სკამიდან შემოსულმა) გაიტანა. ბრაზილიურმა კლუბმა თამაში შეცვალა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიბრუნა. „პალმეირასმა“ დამატებითი მაჩვენებლებით „ინტერს“გაუსწრო.

24 ივნისს მესი 38 წლის გახდა და მისი გუნდი პლეი ოფში გავიდა. მეორეს მხრივ, მათ ჯგუფში პირველი ადგილი დაკარგეს და პლეი-ოფის პირველ რაუნდში პსჟ-ს შეხვდებიან. მესის შეხვედრა თავის ყოფილ კლუბთან - საინტერესო იქნება! პალმეირასს კი ბრაზილიური დაპირისპირება ელის „ბოტაფოგოსთან.“

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170604