„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მომავალ მატჩზე ისაუბრა. ამერიკული კლუბი ტურნირის პლეი-ოფში გავიდა და A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
„ვიცით, რომ შესაძლოა, ევროპის საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებით. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის, საკუთარი უნარები სრულად ვაჩვენოთ და ჩვენი ღირებულება დავამტკიცოთ“, - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
ამ დროისთვის, პლეი-ოფის საგზური: ბრაზილიიდან „ფლამენგომ“, „პალმეირასმა“ და „ბოტაფოგომ“, ასევე „ბაიერნმა“ (გერმანია), პსჟ-მ (საფრანგეთი), „მანჩესტერ სიტიმ“ (ინგლისი), „იუვენტუსმა“ (იტალია) და „ინტერ მაიამიმ“ (აშშ) მოიპოვეს.