ფეხბურთი

12:19 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ უპასუხა კითხვას, შეძლებს თუ არა უსმან დემბელე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში თამაშს

ფრანგული პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა კითხვას, შეძლებს თუ არა გუნდის გარემარბი, უსმან დემბელე ამერიკული „ინტერ მაიამის“ წინააღმდეგ თამაშს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში. მატჩი კვირას, 29 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

„ვიმედოვნებ. მაგრამ არ ვიცი. უსმანი უკვე კარგ ფორმაშია, მაგრამ მატჩი 29-შია. თუ დემბელე მზად იქნება, ითამაშებს, ეს ჩვენთვის ნამდვილად კარგი იქნება. ის დიდი ძალაა გუნდისთვის“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს RMC Sport.

პსჟ-მ B ჯგუფში სამ მატჩში ექვსი ქულა დააგროვა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდება, რომელმაც A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.091725
სარეკლამო ადგილი - 99
X x X